ავღანეთში, ბაგრამის საავიაიო ბაზაზე პირველი კლასის რიგითის, ვასილ ყულჯანიშვილის გარდაცვალებიდან ერთი წლისთავი აღნიშნეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის სამხედრო კაპელანმა მამა ზაქარიამ ვასილ ყულჯანიშვილის მემორიალთან დაღუპული სამხედროს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. პანაშვიდს 52-ე ბატალიონის ხელმძღვანელობა და სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.
დღესვე მამა ზაქარიამ გარდაცვლილი მებრძოლების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ბატალიონის შტაბთან არსებულ ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების მემორიალთანaც გადაიხადა.
პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონში 2013 წლიდან მსახურობდა. ვასილ ყულჯანიშვილი 2015 წლის 22 სექტემბერს, ავღანეთში, სამოქმედო არეალში პატრულირებისას მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად გმირულად დაიღუპა.