საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით, ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ჭურვი ჩამოვარდა.
ფაქტი იმ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ინფრასტრუქტურა და სამხედრო კონტიგენტი არ იყო განთავსებული.
თავდაცვის სამინისტროს პრესოფიცერმა ლევან დგებუაძემ ტელეკომპანიას განუცხადა, რომ შემთხვევის შედეგად, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული ქართული კონტიგენტის არცერთი ჯარისკაცი არ დაშავებულა და ისინი უსაფრთხოდ არიან.