საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში იმყოფება. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს საფრანგეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის პირველი ვიზიტია. პირველი ოფიციალური შეხვედრა ჟან ივ ლე დრიანმა ქართველ კოლეგასთან გამართა.
განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ორმხრივი სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობა იყო. მხარეებმა ისაუბრეს საერთაშორისო მისიებში ერთობლივი მონაწილეობის საკითხებზე.
დღესვე გახდა ცნობილი, რომ ქართული სამხედრო ოცეული ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო სახმელეთო მისიაში ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში მიიღებს მონაწილეობას.
ოქტომბრის ბოლოდან კი ბათუმის პორტში საფდრანგეთის სამხედრო ხომალდი შევა.