დღეს, 2 ნოემბერს, რუსთავში, ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს შენობასთან ბრიტანული კომპანია "თემს სთილ ლიმიტედის" გენერალური დირექტორი ტომას ბლეიკი მედიისთვის საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
ბრიფინგი ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროში "თუჯი XXI"-ს და "ქართული ფოლადის" აქციების განმეორებით აუქციონზე გატანას შეეხება. აუქციონი 11:00 საათზეა დაგეგმილი.
განმეორებით იძულებით საჯარო აუქციონზე გატანილი იქნება შპს "ენერგია და ინდუსტრია კომპლექსი"-ს საკუთრებაში არსებული, სს "თუჯი XXI"-ს 83,3-პროცენტიანი წილი და შპს "ენერგია და ინდუსტრია კომპლექსის" საკუთრებაში არსებული სს "ქართული ფოლადის" 100-პროცენტიანი წილი.