საქართველოს თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში იუნკერთა ბატალიონის მეოთხე კურსის 104 და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის 75 კურსდამთავრებულის გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
კურსდამთავრებულებს აკადემიის დასრულება პრეზიდენტმა, გიორგი მრგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ და აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულელბმა მიულოცეს.
სწავლის პერიოდში მათ შეისწავლეს საერთო საჯარისო ტაქტიკა, გაიარეს საარტილერიო და ჯავშანსატანკო მომზადება.
კურსდამთავრებულბს ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება- ლეიტენანტი მიენიჭათ.
ოფიცრები გენერალური შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან, ხოლო სამხედრო კარიერული ზრდის შემდეგ ეტაპებზე ოფიცრის საკარიერო კურსებს გაივლიან.