ENG / RUS       12+

The Times: რისთვისაც არ უნდა აკრიტიკებდნენ სააკაშვილს, არავინ არ გმობს მის პოზიციას რუსეთთან მიმართებაში

"რუსეთისთვის საქართველო დაუმთავრებელი საქმეა, _განაცხადა გაზეთ The Times: -სთვის მიცემულ ინტერვიუში დაზვერვის უცნობმა მაღალჩინოსანმა.

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვის შემდეგ საქართველოს 20 პროცენტი ვიღაც სხვას ეკუთვნის",_ განმარტავს გაზეთის კორსეპონდენტი ბარნი ტომპსონი და აღნიშნავს, რომ 'კრემლი ამ ოლქებს დამოუკიდებელ რესპუბლიკებს უწოდებს, ქართველი პოლიტიკოსების ენაზე კი ეს ოკუპირებული ტერიტორიებია".

"დაზვერვის უცნობი თანამშრომელი შიშობს, რომ კრემლი გააფართოებს ახალ ეთნიკურ ნიადაგზე წარმოქმნილ ბუნტებს, რათა სამხრეთ ოსეთში მოხდარის მსგავსი სხვა კონფლიქტების პროვოცირება მოახდინოს",_ წერს ჟურნალისტი და აღნიშნავს, რომ სწორედ ამიტომ ისწრაფვის საქართველო ნატოში გაერთიანებისაკენ.

"მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნატოს ქვეყნები მოისურვებენ ფეთქებადსაშიში რეგიონის გამო რუსეთთან კონფლიქტში ჩათრევით გარისკონ. ქართველი პოლიტიკოსების ნაწილს ამძიმებს ობამას კურსი მოსკოვთან ურთიერთობის გადატვირთვის მიზნით", _ აღნიშნავს გამოცემა.

გაზეთი "ტაიმსი" წერს, რომ საქართველოს მთავრობა აცხადებს; დემოკრატიისა და ეკონომიკის გაძლიერება საუკეთესო თავდაცვაა. პოლიტიკოსები ამაყობენ კორუფციასთან ბრძოლისა და მოდერნიზაციის პროგრესით. "რისთვისაც არ უნდა აკრიტიკებდნენ სააკაშვილს, არავინ არ გმობს მის პოზიციას რუსეთთან მიმართებაში", _ აღნიშნავს გამოცემა.

 

ავტორი: . .