ლევან იზორიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს ყველა ნაწილში, სადაც კი ამ ეტაპზე რაიმე ურთიერთობა ჰქონია, გარკვეული პრობლემები დახვდა.
მისი განცხადებით, ეს განსაკუთრებით ჯარისკაცთა კვებას და მათ სამხედრო ფორმებს უკავშირდება.
"ვამბობ, არის გარკვეული პრობლემები. ყველა ნაწილში, სადაც ურთიერთობა მაქვს სამხედროებთან, არის სამწუხაროდ გარკვეული პრობლემები. ჯარისკაცს სჭირდება ის, რომ იგრძნოს სახელმწიფოსგან მზრუნველობა", - განაცხადა იზორიამ.
გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, ვახტანგ კაპანაძის განცხადებით კი, აღნიშნული პრობლემები ნამდვილად არსებობს. მისი თქმით, ამის შესახებ საქმის კურსში იყო თავდაცვის წინა მინისტრი და მათ გადასაჭრელად სისტემური მიდგომებია საჭირო.