გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში რიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე ქართველი სპორტსმენების მხარდასაჭერად, სიმბოლური სპორტული ღონისძიება მოეწყო. სამხედრო მოსამსახურეები ერთმანეთს სპორტის ხუთ სახეობაში - ჰანტელის აზიდვაში, ძელზე მიზიდვაში, მიწიდან აზიდვაში, მეხანძრის მეთოდით დაჭრილის გადაყვანის იმიტაციასა და 5 კილომეტრ მანძილზე სირბილში შეეჯიბრნენ.
უწყების ინფორმაციით, ოფიცრების, სერჟანტ-ინსტრუქტორების და მსმენელებისგან დაკომპლექტებულ ოთხ გუნდს შესაბამისი ნომრები ჰქონდათ მინიჭებული. გამარჯვება ათეულის მსმენელებისგან შედგენილ მესამე გუნდს ერგო, სიმბოლური საჩუქარი - გარდამავალი თასიც, სწორედ, მათ გადაეცათ.
სპორტული ღონისძიებები სამხედრო დანაყოფებში რეგულარულად იმართება, მისი მიზანი სამხედროების მოტივაციის გაზრდა, გუნდური მუშაობის დანერგვა და ჯარში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.