თავდაცვის ახალ მინისტრს 2 მოადგილე ეყოლება. ლევან იზორიას განცხადებით, მისი პირველი მოადგილის თანამდებობას ლელა ჩიქოვანი დაიკავებს, კიდევ ერთი მოადგილე კი ნუკრი გელაშვილი იქნება.
ჩიქოვანი ბოლო ერთი წლის განმავლობაში უსაფრთხოების სამსახურში ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო, გელაშვილი კი 2012 წლიდან დღემდე შს სამინისტროს აკადემიას ხელმძღვანელობდა.
იზორიამ უპასუხა გამოთქმულ კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე პოლიტიკოსი უნდა ინიშნებოდეს და არა უშიშროების კადრი.
„პოლიტიკოსიც შეიძლება იყოს უპრინციპო, ლაპარაკობდეს ბევრს და საქმეს აკეთებდეს ნაკლებს. მაგრამ, შეიძლება, იყოს მენეჯერი, რომელიც ნაკლებს ლაპარაკობდეს, მაგრამ იყოს ძალიან დიდი საქმის გამკეთებელი. ამიტომ ეს არგუმენტები ჩემთვის ყოვლად გაუგებარი და რაციონალურ საფუძველს მოკლებულია. მე ვარ პოლიტიკოსი. მინდა, თამამად გითხრათ, რომ ვარ ძალიან პრინციპული“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.
იზორიამ კომენტარი გააკეთა თავის ახლა მოადგილეებზეც და აღნიშნა - ყველაზე საამაყოო რეფორმები, რომელიც კი საქართველოს გაუტარებია ბოლო ათწლეულის განმავლობაში, უკავშირდება ამერიკიის შეერთებული შტატების მხარდაჭრით თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და საპატრულო პოლიციის ჩამოყალიბებას.
„სიამაყით გეუბნებით, რომ ყველა ამ ადამიანს, შეიძლება კულისებს მიღმა, შეიძლება თქვენ არ იცნობდით, ლომის წილი მიუძღვის ამ რეფორმების განხორციელებაში. ასე რომ, გთხოვთ, დააფასოთ მათი საქმიანობა“,-განცხადა თავდაცვის მინისტრმა.