პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი ლევან იზორია წარუდგინა.
სამინისტროს ეზოში პრემიერსა და ახლადანიშნულ მინისტრს საქართველოს გენშტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე დახვდა, რის შემდეგაც მათ სამინისტროში გადაინაცვლეს. შეხვედრა მედიისთვის დახურულია.