საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პრიიტ ტურკს შეხვდა. თინათინ ხიდაშელმა დიპლომატს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ესტონეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. თინათინ ხიდაშელმა პრიიტ ტურკს საქართველოსა და ესტონეთის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
პრიიტ ტურკი საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს. ესტონეთის ელჩმა თავდაცვის მინისტრს მეგობრული დამოკიდებულებისათვის მადლობა გადაუხადა.