საქართველოს შსს ოდესიდან ჩამოსული ,,კანონიერი ქურდის“ დაკავების შესახებ იუწყება.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი საამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კანონიერი ქურდობის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი თეიმურაზ ჩ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ ჩ. ბოლო რამდენიმე წელი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა და ე.წ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია „კანონიერ ქურდად“. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც საქართველოში ოდესა-თბილისის რეისით ჩამოფრინდა.
გამოძიება კანონიერი ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით).
„კანონიერი ქურდის“ ოდესიდან საქართველოში გამოგზავნის შესახებ ინფორმაცია უკრაინის ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელმა ხატია დეკანოიძემ გაავრცელა.
„ოდესის ოლქში დაკავებულია და გაგზავნილია საქართველოში წარსულში ნასამართლევი, კანონიერი ქურდი - თეიმურაზ ჯიმშერის ძე ჩხეტიანი, მეტსახელად წრუწა, რომელიც 1972 წელსაა დაბადებული“, - წერს დეკანოიძე სიციალურ ქსელში და დასძენს, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ ქართული მხარე ინფორმირებული იყო.