საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები გიორგი პაპუაშვილის განცხადებაზე რეაგირებამდე, გიგი უგულავას და კაბელების საქმის განხილვის გადადებას ითხოვენ. შუამდგომლობა ამის შესახებ დღეს ოთხმა მოსამართლემ ლალი ფაფიაშვილმა, ოთარ სიჭინავამ, მერაბ ტურავამ და ზაზა თავაძემ დააყენეს.
მოსამართლეების ამ შუამდგომლობას კრიტიკული შეფასება მოყვა სარჩელის ავტორების მხრიდან.
“თუ საგამოძებო სტრუქტურები ახორციელებს ზეწოლას, ეს დადასტურდება თუ ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებების, როგორიცაა უგულავას ან „რუსთავი 2”-ის საქმე გადავდებთ, ამით საშუალებას მივცემთ ძალოვან სტრუქტურებს. ეს იქნება პირდაპირი დადასტურება, რომ ზეწოლა ხორცილდება მოსამართლეებზე" - განაცხადა ოთარ კახიძემ.
მოსამართლე ლალი ფაფიაშვილმა მოუწოდა დაცვის მხარეს იყვნენ კორექტულები და სასამართლოს თავმჯდომარეს უზრუნველეყო წესრიგი პროცესზე.
პარლამენტის წარმომადგენლმა შუამდგომლობას მხარი დაუჭირა.
დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას და კაბელების საქმე უნდა განიხილოს. სასამართლო სათათბიროდ გავიდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა გუშინა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს. მისივე თქმით, ბოლო დღეებში მოსამართლეთა ნაწილს ფარულად უთვალთვალებენ.