„ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებლმა ვახტანგ რჩეულიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გუკა რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების დადასტურების პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა.
"არაფერი არ მსემის ისე ჩქარა ლაპარაკობენ და ჩემ შვილს ვერ ვხედავ იმდენი ბარდაგი დგას"-განაცხადა რჩეულიშვილმა
მან ჟურნალისტებტან სხდომის დაწყებამდეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გუკა რჩეულიშვილი იქამდე არ დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, სანამ მაია რჩეულიშვილი არ გამოვა.
ვახტანგ რჩეულიშვილი მიიჩნევს, რომ ყველა დაკავებული პირი არჩილ კბილაშვილის და მისი პროკურატურის პირადი პატიმარია.
"ეს არის გეგმაზომიერი ოპერაცია, რომელიც წინა არჩევნებზე განხორციელდა „დექსუსის“ შემოგზავნით და ქონების ნაწილის მითვისებით. ახლა კი ამ გზით უნდათ მეორე ნაწილის მითვისება. მე რომ დღეს დავაყენო მოთხოვნა, რომ გუკა გამოუშვან, გუკა არ გამოვა, სანამ მაია არ გამოვა. არც გუკა გამოვა მაიას გარეშე და არც მაია გუკას გარეშე", - განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.
იგი მოითხოვს, რომ საპატიმრო დაწესებულება ერთ-ერთ ბრალდებულს სალომე ჩარკვიანს დაატოვებინონ, რადგან ის უდანაშაულოა.
"დღეს ვაყენებ ასეთ მოთხოვნას, რომ სალომე გამოუშვან, რადგან რეალურად სალომეთი აიძულეს მაია, რომ ეთქვა ყველა ფინანსურ საკითხზე ისაა პასუხისმგებელი. სალომე აშკარად უდანაშაულოა. გამოუშვან ის და ეს საქმე დაენგრევათ", - განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.