დღეს ინგუშეთში რუსეთის სასაზღვრო ძალების კოლონა უცნობმა პირებმა დაცხრილეს. ინგუშეთის შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კოლონის დაცხრილვის შედეგად დაჭრილია ერთი სამხედრო მოსამსახურე.
"ტყიანი მასივიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მესაზღვრეთა კოლონას ცეცხლი გაუხსნეს. ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა", _ იუწყება შს სამინისტროს პრესსამსახური.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ოპერატიულ- სამძებრო ჯგუფი მუშაობს. მიმდინარეობს გამოძიება.