რამდენიმე წუთის წინ თბილისის პროკურატურაში ”ცენტრ-პოინტის” ბათუმის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელის ირაკლი მინდელის ადვოკატი თეიმურაზ ჯღამაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, პროკურატურა დაახლოებით 19 მილიონი ლარის ჯგუფურად მითვისებაში ედავება. თუმცა ადვოკატის მტკიცებით, მინდელს ფინანსებთან შეხება არ ჰქონდა და ვერ მიითვისებდა.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მასთან ერთად წაუყენეს ბრალი სსსკ 182-ე მუხლით.
"ედავებიან დაახლოებით 19 მილიონი ლარის მითვისებას ჯგუფურად, რაშიც ირაკლი მინდელი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამასთან, ამ ეტაპზე გამოძიებას ჩვენ ჩვენება ვერ მივეცით. რადგან საქმის მასალებს არ ვიცნობთ, დუმილის უფლება აირჩია. საქმის მასალები ბრალის წაყენებისთანავე უნდა მიეცათ, მაგრამ ამ დრომდე არ გადმოუციათ და 6 საათზე დამიბარეს პროკურატურაში მასალების გადმოსაცემად და როცა გადმოგვცემენ მასალებს და გავეცნობით, სრულყოფილ ჩვენებას მერე მივცემთ გამოძიებას”, - განაცხადა ადვოკატმა.