გუკა რჩეულიშვილი, რომელიც თბილისის პროკურატურაში 11:00 საათზე იყო დაბარებული, რაც შეეხება მაია რჩეულიშვილს, ის პროკურატურაში ჩვენების მისაცემად 13:00 საათზე უნდა მივიდეს.
გუშინ, პროკურატურამ სამშენებლო კომპანია ”ცენტრ პოინტ აჭარის” დირექტორი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი დააკავა. ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, გუშინვე იგეგმებოდა გუკა რჩეულიშვილის დაკავებაც და ამ მიზნით სამართალდამცავები ლელა კილაძის სახლში მივიდნენ. თუმცა, მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. მან გუშინ დაახლოებით, საღამოს 22:00 საათისთვის სოციალურ ქსელში სტივენ სპილბერგის ფილმის "დამიჭირე, თუ შეძლებ" - პოსტერი გამოქავეყნა.