ყვარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ შილდასთან, მდინარე ჩელთის ხეობაში დაჯლეჯილი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ცხედარი შილდაში მცხოვრებმა თემურ ასაბაშვილმა, სოკოს კრეფისას იპოვა. ასაბიშვილი დაკითხვაზეა გადაყვანილი.
შილდელები ვერ აზუსტებენ გარდაცვლილი ქალია, თუ მამაკაცი. მათი ვარაუდით, ცხედარი ცხოველების მიერ არის დაჯლეჯილი.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.