სასამართლო რეფორმის მიმდინარეობა და იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში არსებული ხარვეზები განიხილეს დღეს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ და პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ "კოალიცია დამოუკიდებელი დაგამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის" წევრ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
როგორც პრეზიდენტის სასახლეში, შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა, სასამართლო ხელისუფლებას სჭირდება ტრანსფორმაცია, ანუ ძირეული, მყისიერი, ფართომასშტაბიანი რეფორმა და არამარტო რაღაც ინსტიტუტების დამექანიზმების შეკეთება.
„ტრანსფორმაცია არ ხდება და ძალიან ვწუხვართ, რომ მესამე ტალღის განხორციელება და მისი მიღება პარლამენტის მიერ შეჩერდა. პრობლემა იმაშია,რომ სასამართლოში შესაძლებელია დაინიშნონ ოდიოზური ფიგურები, დაინიშნონ არასწორად, არამართებულად და ეს ბუნებრივია, კითხვებს ბადებსსასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოების სანდოობას", - აღნიშნა ანა დოლიძემ.
საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას ტრადიციულად აქვს მაღალი ინტერესი სასამართლორეფორმების და არსებული ხარვეზების მიმართ და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, იმას რომ სასამართლო რეფორმა არ არის ერთ-ერთი რიგითი რეფორმა,ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია.