საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტს აფასებს და მის მნიშვნელობაზე საუბრობს.
თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ვარშავის სამიტამდე ორი დღით ადრე, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ხაზს უსვამს და აძლიერებს შეერთებული შტატებისა და საქართველოს პარტნიორობას.
მისივე თქმით, ჯონ კერის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება მემორანდუმს, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას ეხება.
„ეს აძლიერებს მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის და ხაზს უსვამს იმ პარტნიორობას, რომელიც საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვთ. ვიზიტის ფარგლებში მოხდება თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მემორანდუმის ხელმოწერა ისევ და ისევ ვარშავის სამიტამდე ორი დღით ადრე. ჩვენ მცდელობა არ დაგვიკლია მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ ეს ურთიერთობები ყოფილიყო წარმატებული და დღეს უკვე საქართველო გაიგებს ამ საქმიანობის შედეგებს,“- განაცხადა თინა ხიდაშელმა.