ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ფარვანის პროვინციაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ეგიდით დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის სამხედროებმა ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელეს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ქართველმა სამხედროებმა ჰუმანიტარული ტვირთი - ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვადასხვა სახეობის ნივთები, რომელიც ადგილობრივი მცირეწლოვნების გარდა უფროსებისთვისაც იყო განკუთვნილი, სოფელ აჰმადხანში ჩაიტანეს.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, V ბრიგადის ჯარისკაცებთან ერთად ჰუმანიტარულ ოპერაციაში ამერიკელი სამხედროები მონაწილეობდნენ.
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში წარმოებული ჰუმანიტარული აქციის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება და მათი კეთილგანწყობის მოპოვებაა.