27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 645 ფაქტი გამოვლინდა.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ 8 030 გადამხდელი შემოწმდა, რის შედეგადაც, სხვადასხვა საგადასახადო სამართალდარღვევა გამოვლინდა.
კერძოდ, საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 58 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 112 ფაქტი; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 475 შემთხვევა.