პროკურატურისგან შემაჯამებელი გადაწყვეტილების, საქმის მასალებისა და ეროსი კიწმარიშვილის პირადი ნივთების გადაცემის მოთხოვნით, დღეს, პროკურატურაში მიდიან დაღუპულის ოჯახის წევრები და ადვოკატი.
ისინი საგამოძიებო უწყებას შესაბამისი განაცხადით ოფიციალურად მიმართავენ.
კიწმარიშვილის ახლობლები პირადი ნივთების დაბრუნების შემდეგ, ავტომანქანაზე ექსპერიმენტის ჩატარებასაც დამოუკიდებლად გეგმავენ.
ადვოკატის მტკიცებით, პროკურატურამ საქმის დახურვის გადაწყვეტილება სათანადო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გარეშე მიიღო.