ბერლინში საქართველოს საელჩოს კუთვნილი ავტომანქანა დაწვეს,- ინფორმაცია ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ დაადასტურა.
როგორც მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს განუცხადა, შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით საცხოვრებელი კორპუსის სადგომზე მოხდა. დაშავებულები არ არიან.
"გუშინ ბერლინში რამდენიმე დიპლომატიური ნომრის მქონე ავტომობილის დაწვეს. მათ შორის აღმოჩნდა საქართველოს საელჩოს კუთვნილი ავტომანქანაც. სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბერლინში ასეთი რადიკალური დაჯგუფებები ვანდალურ აქტებს ჩადიან. რამდენადაც ვიცი, ეს არის საცხოვრებელი კორპუსი, სადაც ცხოვრობენ დიპლომატები, იქვე სადგომზე აჩერებენ მანქანებს, სადაც მოხდა ამ მანქანების აალება, ”- აღნიშნა ჯალაღანიამ.
მისივე თქმით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.