ესპანეთში პოლიციამ დააკავა საქართველოს 18 მოქალაქე ბინების გაქურდვის ათობით შემთხვევაში ეჭვმიტანის საფუძველზე. ,,რადიო თავისუფლების“ რუსული სამსახური იუწყება, რომ გამომძიებლების ვარაუდით, დაკავებულები მადრიდში ძარცვავდნენ ბინებსა და სახლებს. ყველა დაკავებული მიჩნეულია ე.წ. ქართული მაფიის წევრებად.