საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადწყვეტილებაზე კომენტარებმა შესაძლოა, ქვეყნის ინტერესები დააზარალოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ამომწურავად უპასუხეს კითხვებს და პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მეტი საჯარო კომენტარი საჭირო არ არის.
„წინ არის ვარშავის სამიტი, სადაც პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრთან ერთად მიემგზავრება. შესაბამისად, ამ საკითხზე გაკეთებულმა კომენტარებმა შეიძლება, დააზარალოს ქვეყნის ინტერესები", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც თავდაცვის სამინისტროს შენაერთებში გაწვევა სავალდებულო აღარ იქნება.