18-26 ივნისს, საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებში აკრძალულ მედიკამენტთა ნუსხაში შეტანილი, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტების: სარფისა და კარწახის გავლით მოქალაქეებს აღმოუჩინეს ჯამში 109 აბი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს.