ჩვენ არ გვყავს საზღვაო ძალები და კიდევ კარგა ხანს არ გვეყოლება,- ამის შესახებ განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გააკეთა და განმარტა, რომ საზღვაო ძალების შექმნას რამდენიმე მილიონი სჭირდება, რისი საშუალებაც საქართველოს არ აქვს.
''საზღვაო ძალების შექმნა ეს არ არის მხოლოდ მოტივირებული სამხედრო მოსამსახურეები, რომელთაც მხოლოდ კარგი სასწავლო პროგრამები აქვთ გავლილი. საზღვაო ძალები რომ გყავდეს, ამას სჭირდება ის საშუალებები, რომელიც ჩვენ არ გვყავს და რომელიც ძალიან ბევრი ასეული მილიონი ღირს. ამის ფული საქართველოს არა აქვს'',- განაცხადა ხიდაშელმა.