სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტაში" მოკვლევა დასრულდა და ახლო მომავალში "დელტას" ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვაკანსია გამოცხადდება,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტას" ყოფილი ხელმძღვანელი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობაზე არ დაბრუნდება.
კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შეისწავლა. სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" უზრუნველყოფს.