საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა. უკრაინელ კოლეგასთან, გენერალ-ლეიტენანტ იური ალეროვთან შეხვედრაზე საუბარი მიმდინარე თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. მხარეები სამხედრო მოსამსახურეების წვრთნების საკითხში ურთიერთგამოცდილების გაზიარებაზე შეთანხმდნენ. უკრაინელმა გენერალმა ქართველ კოლეგას მის უწყებაში მიმდინარე რეფორმებიც გააცნო.
ეროვნული გვარდიის უფროსთან ერთად უკრაინაში იმყოფებოდნენ ასევე, მისი მოადგილე, პოლკოვნიკი ანზორ გოგუაძე და საქართველოს სამხედრო ატაშე უკრაინაში, პოლკოვნიკი ზურაბ ფოჩხუა.
უკრაინის შემდეგ ეროვნული გვარდიის დელეგაცია ტალინშიც გამეგზავრა, სადაც ესტონეთის გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმსა და სხვა ღონისძიებებს დაესწრო.