რუსმა ოკუპანტებმა, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი, 43 წლის ვიტალი ჯოჯიშვილი დააკავეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ჯოჯიშვილი ე.წ. საზღვრის სიახლოვეს პირუტყვს მწყემსვისას დააკავეს. ის ჯერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ღრომში გადაიყვანეს, შემდეგ კი - ცხინვალის იზოლატორში.
ჯოჯიშვილის ახლობლებმა მომხდარი უკვე შეატყობინეს შსს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას