დონორთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში სისხლის ჩაბარების აქცია -„გახდი დონორი - გადაარჩინე სიცოცხლე“ გაიმართა.
ღონისძიება ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის ინიციატივით, კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის პროექტ „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გაიმართა. საქველმოქმედო პროექტის მიზანი ახალგაზრდებში სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებაა.