მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში გრძელდება.
სხდომის დახურვის შუამდგომლობა ბრალდების მხარემ ოთარ ბერძენიშვილის დაკითხვის გამო მოითხოვა. დაკითხვას, მხოლოდ ბრალდებულისა და დაზარალებული მხარეები დაესწრებიან.
პროკურორმა, ელენე ჩხეიძემ განმარტა, რომ ამ ნაწილში საუბარი იქნება ორი ადამიანის პირადი ცხოვრების დეტალებზე. ასევე გამოკვლეული იქნება მათი პირადი მიმოწერა, რაც პერსონალური ინფორმაციაა.
აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე და თავად ბრალდებულიც დაეთანმხა და მოსამართლემ მიიღო გადაწვეტილება, რომ პროცესი ნაწილობრივ დაიხუროს.
როგორც ცნობილია, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მაგდა პაპიძემ მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი ოთარ ბერძენიშვილთან ურთიერთობის გაგრძელების მიზნით მოკლა.