საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 13 ივნისის ტრაგედიის დაძლევაში ქართული ჯარის მონაწილეობის თემაზე ზოოპარკში და ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე ფოტოგამოფენის მოწყობას გეგმავს.
„13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობიდან ერთი წელი სრულდება. სტიქიით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში სხვა უწყებებთან ერთად საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფები და სამხედრო ტექნიკა 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ივნისის ტრაგედიის დაძლევაში ქართული ჯარის მონაწილეობის თემაზე ზოოპარკში და ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე ფოტოგამოფენის მოწყობას გეგმავს. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვინც ერთი წლის წინ სტიქიის ზონაში სამხედრო მოსამსახურეების საქმიანობა საკუთარ ფოტოობიექტივით ასახა. სამინისტრო საუკეთესო ნამუშევრებს 13 ივნისს ზოოპარკში დაგეგმილ ღონისძიებაზე - უწყების ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ ფოტოებთან ერთად გამოფენს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, ფოტოები გამოგვიგზავნოთ 11 ივნისის 18:00 სთ-მდე თავდაცვის სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე - pr@mod.gov.ge“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.