თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეტროსადგურ "დელისთან" "მერსედესის" მარკის ავტომობილი ორ გოგონას დაეჯახა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთ-ერთი გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
სამართალდამცავებმა გამოძიება 276 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყეს. აღნიშნული მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.