სასამართლომ გია დგებუაძე, იგივე ”მასტერა” პატიმრობაში დატოვა. დგებუაძეს ექსტრადირებიდან 2-თვიანი ვადა ეწურებოდა და მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობის საკითხი განიხილა.
სასამართლო სხდომაზე, რომელიც ნავთლუღის სპეცოპერაციის ეპიზოდს ეხებოდა, მხოლოდ დგებუაძის აღკვეთის საკითხის განხილვა მოხერხდა.
მოსამართლის განცხადებით, სხვა სახითხებზე ვერ იმსჯელებდნენ, ვინაიდან დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი გაურკვეველი მიზეზით პროცესზე არ გამოცხადდა.
"ახალაიასთვის წარდგენილი მუხლი სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს და ბრალდებული სავალდებულო დაცვას ექვემდებარება. ამიტომ სხდომა მის გარეშე ვერ გაგრძელდება", - აღნიშნა ლაშა ჩხიკვაძემ.
ჩხიკვაძე დგებუაძის საქმეზე ახალი მოსამართლეა. ბრალდებულმა საქმის მოსამართლე ლილი მსხილაძე წინა სასამართლო სხდომაზე აიცილა.
ახალაიას და დგებუაძეს ნავთლუღის სპეცოპერაციისას სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად.