”წამება განეკუთვნება დანაშაულთა იმ კატეგორიას, რომელსაც არ აქვს ხანდაზმულობის ვადა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ანგარიშის ''წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წარსულის პრაქტიკის ანალიზი და პრევენციული რეკომენდაციები'' პრეზენტაციის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, თუ დღეს ვინმეა დაუსჯელი ამ არაადამიანური ქმედებისთვის, ეს არის ნომერ პირველი თემა,
”წამება განეკუთვნება დანაშაულთა იმ კატეგორიას, რომელსაც არ აქვს ხანდაზმულობის ვადა - მნიშვნელობა არ აქვს დანაშაული 2004 წელს, 2007 წელს, 1997 წელს თუ 1992 წელს მოხდა. ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვისაუბროთ, რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, არამედ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ დღეს ვინმეა დაუსჯელი ამ უაღრესად, ყველაზე არაადამიანური ქმედებისთვის, რასაც ჰქვია ადამიანის წამება. ეს არის ალბათ ნომერ პირველი თემა, რომელიც ადამიანს აქცევს ადამიანად ან პირიქით, ადამიანს აკარგვინებს ადამიანობას, თუკი ვინმე ამას აკეთებს. ასე რომ, აუცილებელია ამ თემებზე ღრმა, სისტემური, მიუკერძოებელი მსჯელობა. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქცეს რომელიმე პოლიტიკური პროცესის შემადგენელ ნაწილად. ჩვენ ყველამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვუთხრათ ”არა” წამებას და მწამებლებს, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი და რა დროსაც არ უნდა ჰქონდეთ ეს დანაშაული ჩადენილი'',- განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის მიერ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წარსულის პრაქტიკის ანალიზი შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეგზავნება, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა. ბესელიას თქმით, ანგარიში 2 წლის განმავლობაში მზადდებოდა.