"მაესტროს" გენ.დირექტორმა გადაცემა „არჩევანში“ მონაწილეობისთვის ოთხ ჟურნალისტს შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა.
„მე როგორც საზოგადოების დირექტორი, ვიღებ გადაწყვეტილებას: 1. ჩატარდეს შიდა სამსახურეობრივი მოკვლევა ფაქტზე: 31 მაისს ტელეკომპანია „რუსთავი 2-„-ის გადაცემა „არჩევანში“ შპს „სტუდია მაესტროს“ მოქმედ თანამშრომელთა მონაწილეობის შესახებ. 2. მოკვლევის დასრულებამდე, შეუჩერდეთ უფლებამოსილება ტელეკომპანია „მაესტროს“ შემდეგ თანამშრომლებს: თამუნა ქემერტელიძეს, თელარა გელანტიას, ელენე კვანჭილაშვილსა და ბექა ბაციკაძეს“, - ნათქვამია გენ.დირექტორის გადაწყვეტილებაში.