რუსთავი2-ის საქმის დღევანდელი სხდომა სააპელაციო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ამ დროისთვის კოლეგიას საკუთარი არგუმენტები რუსთავი2-ის, ძმები ყარამანიშვილებისა და ტვ საქართველოს წარმომადგენლებმა უკვე გააცნეს.
რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ რუსთავი2-ის საქმის განხილვას სააპელაციო სასამართლო გააგრძელებს 3 ივნისს 14:00 საათზე. პროცესი გაგრძელდება ქიბარ ხალვაშის ადვოკატის სააპელაციო პოზიციის მოსმენით.