28 მაისს, 12:00 საათზე, გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში აკადემიის 23 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. პირად შემადგენლობას უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის იუბილეს მიულოცავენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია პირადი შემადგენლობის დაჯილდოებაც