.”ჯი-ეიჩ-ენი”. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციებში - ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში საქართველოს მონაწილეობა იყო. ტომას მაიერ ჰარტინგმა და ტომას ფონ ჰანდელმა ხაზგასმით აღნიშნეს სამშვიდობო მისიებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი და მნიშვნელობა. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ მზაობა გამოხატა კვლავ გააგრძელოს ევროკავშირთან თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის თემას. მხარეებმა 2016 წლის თანამშრომლობის გეგმა განიხილეს და თავდაცვის სფეროში პარტნიორობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს. ასევე განიხილეს ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის საქმიანობა საქართველოში და მისი ეფექტურობა.
საუბრის ერთ-ერთი თემა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და მნიშვნელოვანი გამოწვევები იყო.