მთავარი პროკურორი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება. ირაკლი შოთაძე დიპლომატებს ე.წ. კაბელების საქმის დეტალებს აცნობს. შეხვედრა მთავარი პროკურატურის ინიციატივით მიმდინარეობს.
შეხვედრას მთავარ პროკურატურაში ე.წ. კაბელების საქმის პროკურორები ნინო აღლემაშვილი და ლევან ბაჩიაშვილიც ესწრებიან. დიპლომატებს ინგლისურ ენაზე ნათარგმნი დოკუმენტაციაც დაურიგდათ, სადაც სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებებზეა საუბარი.