მთავრობამ იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილი კანდიდატები დაამტკიცა, რომელსაც საქართველო სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევ მოსამართლედ წარადგენს. კერძოდ, ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე და გიორგი ბადაშვილი, მათგან ერთ-ერთს შემოდგომაზე, უკვე ევროპის საბჭო შეარჩევს.
სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან არჩეულ მოსამართლეს ვადა მომავალ წელს ეწურება. დღემდე მისი შერჩევის პროცედურა არ არსებობდა და გადაწყვეტილების მიღება ერთპიროვნულად ხდებოდა.