ბათუმში, გუშინ მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა. შსს - ს ინფორმაციით, დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მის დასაკავებლად ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
გუშინ, 6 მაისის პარკში 35 წლის მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს. დაჭრილი საავადმყოფოშიგადაიყვანეს, თუმცა ის გზაში გარდაიცვალა.