სტოკჰოლმში, საქართველოს შეიარაღებული ძალების შექმნის 25 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით შვედეთის თავდაცვის მინისტრი პიტერ ჰულტკვისტი და შვედეთის შეიარაღებული ძალებისთავდაცვის შტაბის უფროსი/შეიარაღებული ძალების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი დენის გილენსპორი დაესწრნენ.
სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, გიორგი მესხელმა და საქართველოს თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა, მალხაზ ჯამურელმა.
ხაზი გაესვა თავდაცვის სფეროში საქართველო-შვედეთის ურთიერთობას. გასნაკუთრებით აღინიშნა შვედური მხარის გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში საქართველოში გახსნილი გაერთიანებული წვრთნებისა და შეფასების ცენტრში (JTEC) შვედი სამხედრო ექსპერტის მივლინებასთან დაკავშირებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ შვედეთის თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები, აგრეთვე შვედეთში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები. აღსანიშნავია, რომ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ღვინო.