სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია სასამართლოს უპატივცემულობის გამო 500 ლარით დაჯარიმა. სასამართლოში, სადაც ,,რუსთავი 2“ -ის საქმის განხილვა განახლდა, სხდომა ხმაურით მიმდინარეობს. ტელეკომპანია ორ შუამდგომლობას აყენებს. "რუსთავი 2" სასამართლო პროცესის გადადებას ითხოვს, რადგან ტელეკომპანია "საქართველოს" ყადაღაზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი არ არის. ნიკა გვარამიას თქმით, ეს გარემოება ხელს უშლის მხარის პოზიციის ჩამოყალიბებას. მეორე შუამდგომლობა სასამართლო სხდომის თავმჯდომარის ნატა ნაზღაიძის აცილებაა. გვარამია ამბობს, რომ მოსამართლე ნაზღაიძე რუსთავი 2-ის მხარეს ზღუდავს და აზრის დამთავრების საშუალებას არ აძლევს- „თქვენ ხართ მიკერძოებული, მე მაქვს ინფორმციები ძალიან სერიოზული, რომელსაც ამ პროცესზე გავაჟღერებ“, - განაცხადა გვარამიამ.