თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით ევროსაბჭოს მხრიდან მუდმივი მონიტორინგი განხორციელდება, - ამის შესახებ ევროსაბჭოდან მიღებულ წერილს საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სევდია უგრეხელიძე ავრცელებს.
მისი თქმით, წერილში აღნიშნულია, რომ ევროსაბჭოს მონიტორინგისა და კონგრესის რეპორტიორების მხრიდან მუდმივად მოხდება გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოთხოვა უწყებებიდან.