სწორედ ასეთ დღეებში იქმნება ისტორიის საინტერესო ფურცლები. სწორედ ასეთ დროს იბადება რწმენა ჭეშმარიტი თანამშრომლობის, პარტნიორობის და ერთად დგომის, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ქართულ-ამერიკულ-ბრიტანული სწავლების ოფიციალურ გახსნაზე.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. სწორედ ასეთ დღეებში იქმნება ისტორიის საინტერესო ფურცლები. სწორედ ასეთ დროს იბადება რწმენა ჭეშმარიტი თანამშრომლობის, პარტნიორობის და ერთად დგომის. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს ამერიკელ და ბრიტანელ სამხედრო მოსამსახურეებს, მათ ხელმძღვანელებს, ვინც მიიღო გადაწყვეტილება დღეს ამ სწავლების საქართველოში ჩატარების“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.