ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დაგანზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული რევაზ ნადირაძე დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლისკოდექსის 108-ე მუხლით.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2015წლის 15 აგვისტოს, დაახლოებით 02:15 საათზე, ქ. ქობულეთში, კაფე-ბარ "ტროპიკანკას" მიმდებარე ზღვისსანაპიროზე რევაზ ნადირაძეს შელაპარაკება მოუვიდა გიორგი ნინიკურთან, რასაც მათ შორის ჩხუბი მოჰყვა. ჩხუბის დროს რევაზ ნადირაძემ შურისძიების მოტივით, განზრახ მკვლელობის მიზნით გიორგი ნინიკურსზურგისა და გულმკერდის არეში 8-ჯერ დაარტყა დანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიუხედავად გაწეულისამედიცინო დახმარებისა, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების შედეგად გიორგი ნინიკურიგარდაიცვალა. სამართალდამცველების მიერ რევაზ ნადირაძე დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათშიდაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
მოსამართლემ რევაზ ნადირაძეს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლებისაღკვეთა განუსაზღვრა.