სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ლაითურის დაწესებულების მშენებლობის დასრულების შემდეგ N7 დაწესებულება დაიხურება.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, რაც შეეხება N7 დაწესებულებაში არსებულ ამჟამინდელ პირობებს, დაწესებულების პირველი სართული გაუქმებულია და მსჯავრდებულები მეორე სართულზე არიან განთავსებულები.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აღნიშნულ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით უახლოეს მომავალში სარემონტო სამუშოების ჩატარებას გეგმავს.
სარემონტო სამუშაოების პროექტი უკვე მზად არის.